ჩვენ შესახებ

img

ვინ ვართ ჩვენ?

კომპანია ევროპაკი 2010 წელს დაარსდა და მას შემდეგ ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენ გთავაზობთ, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი შეფუთვის ფართო ასორტიმენტს. ამჟამად ევროპაკის საწყობები განლაგებულია საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ჩვენი ღირებულებები: 

გუნდურობა - ვმოქმედებთ, ვმუშაობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს ერთობლივად. 
ლიდერობა - ევროპაკის გუნდის თითოეული წევრი ლიდერია თავის სფეროში, ვცდილობთ ერთად მოვუტანოთ კომპანიას სასურველი შედეგი. 
ნდობა - პატივს ვცემთ ერთმანეთს, კოლეგებს და მომხმარებლებს. ვექცევით მათ ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ.
 

კომპანია ევროპაკის მიზანია იყოს ინოვატორი ბაზარზე. 
ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ეკო-მეგობრული პროდუქციის პოპულარიზაციას და გავზარდოთ ბიო ხაზის ცნობადობა. 
 

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხარისხიან პროდუქტს, სწრაფ მომსახურებას და მუდმივ ინოვაციებს.

სამომავლო გეგმები:

მომდევნო წლებში გვსურს რამდენი სასაწყობე ფართის დამატება, რაც კიდევ უფრო მოქნილს გაგვხდის მომარაგების კუთხით. გვინდა გავაფართოვოთ ეკო-მეგობრული პროდუქციის ასორტიმენტი და მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმაზე დაათვალიერონ, აირჩიონ და გაიგონ ყველა საჭირო ინფორმაცია ევროპაკის პროდუქციის შესახებ. 
 

გაზიარება
12
წელი ბაზარზე
90 K+
გაყიდული პროდუქტი
80 %
მომხმარებელი
15
გუნდის წევრი